მიიღეთ თანხა ბინის შესაძენად, გასარემონტებლად, რეფინანსირებისთვის ან სხვადასხვა სამომხმარებლო მიზნებისთვის

მიიღეთ თანხა ბინის შესაძენად, გასარემონტებლად, რეფინანსირებისთვის ან სხვადასხვა სამომხმარებლო მიზნებისთვის

მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ინტელიექსპრესის იპოთეკური სესხების სერვისით. აღნიშნული სერვისის გამოყენებით შესაძლებელია ბინის ყიდვა ან გაარემონტება, ასევე სხვა ბანკში თუ კერძო პირთან აღებული სესხის გადაფარვა ან თანხის გამოყენება სხვადასხვა სამომხმარებლო მიზნებისთვის.

რა არის ინტელიექსპრესის იპოთეკური სესხი?

იპოთეკური სესხი არის საკრედიტო პროდუქტი, რომლიც უმტკიცდებათ საბერძნეთში, იტალიაში, კვიპროსში, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. სესხის გაცემა ხდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არსებული უძრავი ქონების უზრუნველყოფით. იპოთეკური სესხი ლარში გაიცემა, მისი მაქსიმალური ოდენობა 100 000 ლარს შეადგენს. მას იღებს მომხმარებლის მინდობილი პირი საქართველოში ან თვითონ თანხის გამომგზავნი, ემიგრანტი, თუ ის სესხის გაცემის დროს საქართველოშია.

რა შემთხვევაში შეიძლება აიღო იპოთეკური სესხი?

იპოთეკური სესხის გაცემა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც არ გაქვთ საკმარისი თანხა სახლის შესაძენად ან გაქვთ სახლი, მაგრამ გჭირდებათ თანხა სახლის გასარემონტებლად. სესხის აღება ასევე შეგიძლიათ სხვადასხვა სამომხმარებლო მიზნებისთვის მაგალითად: ავეჯის შეძენა, სხვა ვალდებულებების გასტუმრება და ასე შემდეგ. იპოთეკური სესხის მიღება ასევე შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა უძრავი ქონება დაგირავებულია ან ჩადებულია კერძო იპოთეკართან და ხდება ამ ვალის გადაფარვა.

ოგორ ავიღოთ იპოთეკური სესხი?

სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა:

  • მომხმარებელი ინტელიექსპრესის ან სხვა ფულადი გზავნილების სისტემის საშუალებით, ბოლო 6 თვის განმავლობაში, სისტემატიურად რიცხავდეს ფულად გზავნილებს.
  • მომხმარებელმა შეავსოს ქვემოთ მითითებული ფორმა ან განაცხადი ჩვენს ოფისში. აუცილებელია სწორად მიუთითოს მონაცემები და მოთხოვნილი თანხის ოდენობა.
  • მომხმარებელმა წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა.
  • მომხმარებელს საქართველოში ჰყავდეს მინდობილი პირი, რომელიც მიიღებს თანხას გენერალური მინდობილობის საფუძველზე ან სესხის გაცემის მომენტისთვის თავად იყოს საქართველოში. (ინტელიექსპრესი დაეხმარება კლიენტს, საქართველოში ჩასვლის გარეშე, მინდობილობის ელექტრონულად გაკეთებაში).

საქართველოს რომელ ქალაქებში არსებული ბინების უზრუნველყოფით ხდება სესხის მიღება?

იპოთეკური სესხის მისაღება შესაძლებელია შემდეგ ქალაქებში არსებული უძრავი ქონების უზრუნველყოფით: თბილისი, თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ზესტაფონი, ფოტი, ბათუმი, ქობულეთი (ასევე საზღვაო ზოლის სხვადასხვა ქალაქები),  ბაკურიანი და გუდაური.

რომელ ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ სერვისით სარგებლობა?

იპოთეკური სესხის მიღება შეუძლიათ იტალიაში, საბერძნეთში, კვიპროსში, ინგლისსა და საქართველოში მყოფ ადამიანებს. მათ შეუძლიათ განაცხადი ინტერნეტის საშუალებით შეავსონ. შემდეგ კი ხელშეკრულების გასაფორმებლად და სერვისით სარგებლობისთვის კი მიაკითხონ აღნიშნულ ქვეყნებში არსებულ ინტელექსპრესის ოფისებს.

შეიძლება ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა, სხვა ქვეყანაში მყოფმა ემიგრანტებმა ისარგებლონ ამ სერვისით?

დიახ, შესაძლებელია. თუმცა ამ შემთხვევაში სესხი უნდა დაუმტკიცდეს იმ ადამიანს, ვისაც ისინი თანხას საქართველოში უგზავნიან.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:

იტალია: +39 0809995576

საბერძნეთი: +30 6992497900

ინგლისი: +44 2030340125

კვიპროსი: +357 24021636

საქართველო: +995 32 2492525

WhatsApp: +995 32 2492525