უკრაინის ეროვნულმა ბანკმა ქართულ ფულადი გზავნილების სისტემა „ინტელექსპრესს“ „მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის“ სტატუსი მიანიჭა

უკრაინის ეროვნულმა ბანკმა ქართულ ფულადი გზავნილების სისტემა „ინტელექსპრესს“ „მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის“ სტატუსი მიანიჭა

მარტში, ქართულ საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა „ინტელექსპრესს“, უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ, უკრაინის ტერიტორიაზე არსებული „მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის“ სტატუსი მიენიჭა. უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით 2017 წელს „ინტელექსპრესს“ უკრაინის ფულადი გზავნილების მთლიანი ბაზრის 12.72% ეჭირა. უკრაინაში „მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსით“ მხოლოდ ორი სისტემა „ინტელექსპრესი“ და ამერიკული „მანიგრამი“ სარგებლობენ, ხოლო ამერიკული „ვესტერნ უნიონი“ „სოციალურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის“ სტატუსს ატარებს.

უკრაინაში ეროვნული ბანკის მიერ სულ 7 სისტემაა რეგისტრირებული აქედან სამი აშშ-დან და თითო დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. ფულადი გზავნილების სისტემა „ინტელექსპრესი“ უკრაინის ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან არის რეგისტრირებული. იგი ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე 27 უმსხვილესს ბანკთან პირდაპირ თანამშრომლობს. „ინტელექსპრესის“ საშუალებით უკრაინის მიმართულებით ფულადი გზავნილების განხორციელება სისტემის ფილიალებიდან და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბანკებიდან 1%-ად არის შესაძლებელი.

„ინტელექსპრესი“ პირველი ქართული ფულადი გზავნილების სისტემაა, რომელიც ლიცენზირებულია ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, უკრაინასა და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. იგი 2006 წელს საქართველოში დაარსდა და დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი როგორც – საკუთარი ფილიალების მეშვეობით: საქართველოში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და საბერძნეთში – ასევე პარტნიორი ბანკებითა და აგენტების ქსელით. დღეისათვის „ინტელექსპრესი“ წარმოადგენს სოლიდურ ფინანსურ დაწესებულებას, რომელიც თავის კლიენტებს სთავაზობს სხვადასხვა ფინანსურ მომსახურებას, მათ შორის ფულადი გზავნილების განხორციელებას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და კვლავ აგრძელებს მუშაობას ქსელის გაფართოვებაზე.

უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემები იხილეთ საიტზე: https://bank.gov.ua/control/uk/publish/article?art_id=10345685&cat_id=10345672

იხილეთ სტატია