“არ უნდა გვეშინოდეს უცხოსი, მაგრამ შევინარჩუნოთ და სააშკარაოზე გავიტანოთ საკუთარი” – ქართული ბიბლიოთეკები იტალიაში

“არ უნდა გვეშინოდეს უცხოსი, მაგრამ შევინარჩუნოთ და სააშკარაოზე გავიტანოთ საკუთარი” – ქართული ბიბლიოთეკები იტალიაში

“ის ემოციები, რაც ყოველდღიური, ურთულესი შრომისგან დაღლილი ამ ადამიანების სახეებს ახლდა, ის სიხარული, რაც ამ ბავშვებს ეტყობოდათ, ბადებს სურვილს, რომ უფრო მეტი და მეტი ვიშრომოთ ამ მიმართულებით”, –  ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ, ეს სიტყვები 13 მაისს ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის დარბაზში, ქართული წიგნის კუთხის გახსნის შემდეგ თქვა.

პროექტი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ქართული ბიბლიოთეკებისა და წიგნის კუთხეების გახსნას გულისხმობს და რომელსაც მოძრაობა “ეკვილიბრიუმი” და ეროვნული ბიბლიოთეკა “ინექსფონის”, “ინტელექსპრესის”, “ინექს გრუპისა” და “გიუაანის” მხარდაჭერით ახორციელებს, ამჯერად ტოსკანას რეგონში განხორციელდა და იქ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს დიდი სიხარული მოუტანა.

იხილეთ სტატია