აქციის ფარგლებში გადარიცხვის საკომისიოებია:
1€-დან 400€-მდე – 4€
401€-დან 1000€-მდე – 1%
1001€-დან 10000€-მდე – 10€
10000€-დან – 15€
თანხა ჩაირიცხება მაქსიმუმ 1 სამუშაო დღეში.
ჩარიცხვა შესაძლებელია როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე.
საჭირო დოკუმენტაცია თანხის მიმღები ფიზიკური პირის შემთხვევაში:
- მიმღების სახელი და გვარი
- მიმღები ბანკის სახელი
- IBAN
- თანხის გამგზავნის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი
საჭირო დოკუმენტაცია თანხის მიმღები იურიდიული პირის შემთხვევაში:
- იურიდიული პირის მონაცემები: იურიდიული პირის დასახელება, მიმღები ბანკის სახელი, IBAN
- თანხის ინვოისით ან ხელშეკრულებით გადარიცხვის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტის ასლი
- თანხის გამგზავნის პირადობის მოწმობა ან პასპორტი
საჭირო დოკუმენტაცია თანხის გამგზავნი იურიდიული პირის შემთხვევაში:
- თანხის გადარიცხვა შეუძლია უფლებამოსილ ფიზიკურ პირს
- უფლებამოსილ პირს უნდა ჰქონდეს შიდა მინდობილობა ან ფიქსირდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერში
- თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი
- თანხის ინვოისით ან ხელშეკრულებით გადარიცხვის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტის ასლი
- მიმღების მონაცემები: მიმღების სახელი და გვარი ან იურიდიული პირის დასახელება, მიმღები ბანკის სახელი და IBAN.
თანხის გადასარიცხად ინტელიექსპრესში ანგარიშის გახსნა საჭირო არ არის.
თანხის გადასარიცხად მიმართეთ ინტელიექსპრესის ნებისმიერ ფილიალს.