fbpx

Maib – ახალი პარტნიორი მოლდოვაში

Maib – ახალი პარტნიორი მოლდოვაში

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი იწყებს თანამშრომლობას მოლდოვას წამყვან ბანკთან, Moldova Agroindbank (maib).

ინტელიექსპრესის ფულადი გზავნილების მიღება და გაგზავნა ბანკის მთელ ქსელში, 200-მდე სერვის ცენტრში იქნება შესაძლებელი.

Maib-ი მოლდოვაში ყველაზე დიდი კერძო კომერციული ბანკია. ის 1991 წელს დაარსდა და დღეს მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება.