fbpx

ინტელიექსპრესი – ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა

ინტელიექსპრესი – ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა

ინტელიექსპრესი ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემაა. იგი 2007 წელს დაარსდა. დღეს ინტელიექსპრესის საშუალებით ფულადი გზავნილების გაგზავნა და მიღება ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის 70-მდე ქვეყანაშია შესაძლებელი. ინტელიექსპრესს აქვს საკუთარი ფილიალები საქართველოში, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, იტალიაში, თურქეთსა და კვიპროსში. მას აგენტი ბანკების, პარტნიორი სისტემებისა და საკუთარი ფილიალების ქსელის გათვალისწინებით მსოფლიოში ნახევარ მილიონზე მეტი განაღდების წერტილი ემსახურება. ინტელიექსპრესის სისტემით თვეში 700 000-მდე მომხმარებელი სარგებლობს. კომპანიის სერვისები მოიცავს: სწრაფ ფულად გზავნილებს, სალომბარდე და იპოთეკურ სესხებს, ვალუტის კონვერტაციას, როგორც სტანდარტული, ასევე შეღავათიანი კურსით, კომუნალურ და სხვა სახის გადახდებს. ინტელექსპრესის ფილიალებიდან ასევე შესაძლებელია თანხის გადარიცხვა საბანკო ანგარიშზე, როგორც საქართველოში, ისე დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში, ევროკავშირისა და აზიის ქვეყნებში.  საბანკო გადარიცხვა ხდება საუკეთესო ტარიფით, ერთ სამუშაო დღეში, დაზღვევის დამატებითი ხარჯის გარეშე.

საქართველოში ინტელიექსპრესის სერვისი ხელმისაწვდომია ბანკებსა და კომპანიის ფილიალებში. იხილეთ ფილიალების მისამართები საქართველოში.

The system INTELIEXPRESS has been operating in the international money transfers market since 2007. With its own service points, agent banks network and partner system’s offices overall INTELIEXPRESS operates in 70 countries of Europe, Asia, America and Africa. Has its own branches in Georgia, Greece, Cyprus, Turkey, Italy and the UK. Worldwide money transfers system INTELIEXPRESS serves about 700 000 customers per month. Suggests diverse range of products, including: fast money transfers, various types of payments, transfers to accounts, services for legal entities, etc. INTELIEXPRESS offers both money transfers and transfers to bank account. Bank account transfers are available in Georgia, UK, Ukraine and various countries of Europe and Asia.

INTELIEXPRESS branches in Georgia.

.